|
2016-03-16 14:57:29, 963 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: 2008 წელს ტერიტორიები სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის გამო დაიკარგა
გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და მისი განმარტებით, რუსეთი ნორმალურ ურთიერთობებს ელოდება. მისივე თქმით, ყველა ამოცანას ერთდროულად ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ურთიერთობების ეტაპობრივად კონსტრუქციულ ჭრილში გაზრდა შესაძლებელია. "ჩვენ ველოდებით ნორმალურ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემით იმ ბოლო ორი წლის მსგავსად, რომელმაც, მე მგონი, შედეგი მოიტანა ვიზების ლიბერალიზაციის კუთხითაც, სავაჭრო, სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ყველა ამოცანას ერთდროულად ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ შეგვიძლია აღვზარდოთ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულ ჭრილში",- განაცხადა კარასინმა. კარასინმა განაცხადა, რომ დიალოგი მაინც უნდა შედგეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. მისივე თქმით, ამაზე ვრცელი საუბარია საჭიროა და ასევე აღნიშნა, რომ „2008 წელს ტერიტორიები სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის გამო დაიკარგა. „ჩვენ ახლა ვრცელი საუბარი გამოგვივა, თუ როგორ დაიკარგა ის ტერიტორიები სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის გამო 2008 წლის აგვისტოს, ამის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა და რა პრობლემები აქვთ, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაში. შემდეგ კვირას ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ მათი მონაწილეობით ჟენევის დისკუსიებზე“, - განაცხადა კარასინმა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)