14:40 - 14 Aug, 2026
|
2025-05-11 17:39:38, 1811 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა უძღოდეს წინ. „ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობას გააჩენს. ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ. მისი თქმით, უკრაინა დიდი ხნის წინ დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. „დადებითი სიგნალია, რომ რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა მერცმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)