|
2016-03-16 13:24:48, 765 ნახვა
სამართალი
გაჩეჩილაძეების ადვოკატი: კოტე გოგელია და ბაჩო კიკაბიძე ცდილობენ,
ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო ვითარება კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. სასამართლო განხილვების პარალელურად, არხი კვლავ ეთერშია, თუმცა ლოგოს გარეშე. "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, ლოგოს მოხსნა საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილების შედეგია, რომლის მიხედვით, ლოგოს და სახელწოდების გამოყენება შპს ტელეკომპანია "მაესტროს" აეკრძალა. როგორც ბაია გადაბაძემ განმარტა, კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში ლოგოს გამოყენება იმ კომპანიასაც უნდა აეკრძალოს, რომელსაც მფლობელმა ლოგო დროებით სარგებლობაში გადასცა. „ლოგო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის მოხსნილი, იმიტომ, რომ თუკი ლოგოს გამოყენების უფლება მის მფლობელს არ აქვს, ლევან გაჩეჩილაძეს და ნებისმიერ სხვას არ აქვს მისი გამოყენების უფლება. იქ დაკონკრეტებულია, რომ მის მფლობელს აქვს უფლება მეორე და მესამე პირს მისი გამოყენება აუკრძალოს“,- განაცხადა ბაია გადაბაძემ აღსანიშნავია, რომ "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ლოგოს ეკრანიდან მოხსნას აპროტესტებს. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა ლოგოს მოხსნა კანონის დარღვევაა. "ლოგოს გამოყენება ბაჩო კიკაბიძის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანიას აეკრძალა. ეს მოხდა "სტუდია მაესტროს" მიმართვის საფუძველზე. ნონსენსია სასამართლომ ლოგოს გამოყენება იმას აუკრძალოს, ვინც მას მიმართავს. "მაესტრო" მაუწყებლობას თავის ლოგოთი უნდა აგრძელებდეს. კოტე გოგელია, ბაჩო კიკაბიძე და სავარაუდოდ მამუკა ღლონტიც ცდილობენ, რომ "მაესტროს" გადაუკეტონ შემოსავლის წყარო", - განაცხადა გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიძემ.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)