|
2016-03-16 13:11:20, 615 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე გახდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს პრეზიდენტის ახალ ეკონომიკურ მრჩევლად მაია მელიქიძე წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მელიქიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის საქმიანობა წარმატებული იქნება. „სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ დავასრულეთ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის შერჩევის ხანგრძლივი, ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელსაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კვალიფიციური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებდა. ამ ჯგუფმა მაია მელიქიძე საუკეთესო სამ კანდიდატში დაასახელა. მაშინ პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა კობა გვენეტაძეზე, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მევალება პრეზიდენტის ყველა მრჩეველთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავდეს, ისევე როგორც მე ვახორციელებდი ამ საქმეს ადმინისტრაციის უფროსობამდე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა მაია მელიქიძის წარდგენისას. როგორც მაია მელიქიძემ ბრიფინგზე განაცხადა, იგი შეინარჩუნებს იმ კურსს, რომელიც აღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს და პრეზიდენტის გუნდს. „საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის გუნდის ყველა წევრი ყოველთვის იყო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პრესასთან ძალიან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობის მომხრე, ამიტომ მეც ამ კურსს გავაგრძელებ. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩემი კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა და განათლება გამოადგება ქვეყნის განვითარებას. ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერი რისკის შემცველ თემებზე, თქვენთან და დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციისთვის“, - განაცხადა მაია მელიქიძემ. საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა “ლიბერთი ბანკში”, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად. 2008 – 2009 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკში“ უფროს საგადასახადო პარტნიორად, 2004 - 2008 წლებში ERNST & YOUNG – „დაზღვევისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაში“ უფროს აუდიტორად, 2003-2004 წლებში „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოში“ - MCG პროექტის მენეჯერად/კოორდინატორად, 2001-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტში. ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. 2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი. განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში, ევროპული მართვის სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)