|
2025-05-06 09:50:22, 637 ნახვა
მსოფლიო
კონგრესმენი ბრაიან მასტი - საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა
„MEGOBARI აქტი“ ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე, ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. „საქართველო ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს“, - განაცხადა ბრაიან მასტმა. ბრაიან მასტმა კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას სთავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს, კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)