18:17 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 17:24:28, 1178 ნახვა

მსოფლიო
რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებაზე - ვაპირებ წასვლას და წერტილი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფიცომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვაპირებ 80 წლის იუბილეზე წასვლას და წერტილი“, - აღნიშნა ფიცომ.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

„დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ვინმე ეუბნება ქვეყანას, რომელმაც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში და ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა: იზეიმეთ, შეგვიძლია დრონი ჩამოგიგდოთ. ამის ადგილი თანამედროვე პოლიტიკაში არ არის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ფიცოს გარდა 9 მაისის აღლუმს დაესწრებიან : სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი, ბურკინა ფასოს პრეზიდენტი იბრაჰიმ ტრაორე, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics