|
2025-05-02 19:17:30, 983 ნახვა
სამართალი
თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი გადაიდო
თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი, რომლებსაც პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, გადაიდო. მოსამართლე ნინო ენუქიძემ შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩანიშნა. მოსამართლემ თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის ადვოკატების შუამდგომლობა, მირიან ქავთარაძის დაკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. მირიან ქავთარაძის დაკითხვის შუამდგომლობა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც შსს-ს წარმომადგენლების შუამდგომლობიდან გაირკვა, რომ მათ მოწმეთა სიაში აღნიშნული პირი არ ჰყავდათ. თორნიკე სხვიტარიძე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმაა. თორნიკე სხვიტარიძის თქმით, სასამართლომ მირიან ქავთარაძის დაკითხვის შუამდგომლობის გარდა ყველაფერი დააკმაყოფილა, „ამაზე შეფერხდნენ რატომღაც“. „მირიან ქავთარაძე უნდა დაიკითხოს იმის გამო, რომ ის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იმ მომენტში მირიან ქავთარაძე სასამართლოში მოსული იყო დაზარალებულად და მოწმედ. დღეს რატომ არ მოვიდა არ ვიცი”,- განაცხადა თორნიკე სხვიტარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)