|
2025-05-02 15:09:39, 1015 ნახვა
სამართალი
თორნიკე სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე ხმაურია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული, თორნიკე სხვიტარიძის პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზის მოცულობა გახდა, ვინაიდან სხდომაზე მსურველები ვერ შედიან, ისინი ითხოვენ სხდომის დარბაზის შეცვლას და დარბაზში მყოფი პოლიციელების გაყვანას. თორნიკე სხვიტარიძე არის პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, საბა სხვიტარიძის ძმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძესაც მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით. ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდებას, ვინაიდან ამავე საქმის ფარგლებში მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)