2025-04-28 19:29:12, 594 ნახვა
სამართალი
პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ - მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს
![]() "მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა, იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ რომ, რავიცი, ბუნებით კრიმინალი არა ვარ და ყველაფერი, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. უნდა დაგეგმო, თუ ახალი დანაშაული უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! ვერ ვხვდები ამას. უნდა დაგეგმო ახალი დანაშაული, ან უნდა ჩაიდინო, ან უნდა დაგეგმო... ერთადერთი, ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არა, რომ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - თქვა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმართვისას შეგახსენებთ, რომ ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. მის დღევანდელ სხდომაზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია გამოიკითხა.
გიორგი ვაშაძე - მინდა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“?
საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა
ირაკლი ფავლენიშვილი - გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ არიან იმ დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორები
კახა კალაძის განცხადებით, ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის მუნიციპალიტეტი დახმარების პაკეტს ამუშავებს
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 5 ადამიანი
![]() რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|