|
2025-04-28 09:17:11, 603 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ გვინდა გარანტიები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება. ლავროვმა ეს განცხადება CBS-თან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ აგრძელებს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს იმ ფონზე, როცა უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს : „ვლადიმერ, შეჩერდი!“. „ჩვენ მხოლოდ იმ ობიექტებს ვუტევთ, რომლებსაც სამხედროები იყენებენ. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვეტისკენ მოწოდებას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ არ გავიმეორებთ ბოლო ათი წლის შეცდომებს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს და უკრაინამ ისინი დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და წახალისებით“, - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ეს იყო 2014 წლის თებერვლის შეთანხმების ბედი, შემდეგ კი -მინსკის შეთანხმებების ბედი და 2022 წლის აპრილში სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ბედი. „ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა - დიახ, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტა აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და რომ იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ლავროვმა.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)