11:22 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 15:54:17, 1066 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ყირიმი რუსეთს დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ ისინი [უკრაინა] ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ. ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი, რომ არ წამოჭრილიყო, მაშინ გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ომი არ დაწყებულიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმი რუსეთს უნდა გადაეცეს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ყირიმი რუსებს გადაეცათ. ეს მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა“.

„მაგრამ, შეძლებენ ისინი [უკრაინა] მის დაბრუნებას? ყირიმში მოსახლეობა ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ ეს მათ ობამამ გადასცა. ტრამპს არ გადაუცია. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ. ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკის ეს ესმის. მათ [რუსეთი] ყირიმი ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს. ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
მაკრონი: საფრანგეთმა უკანონო საწვავის გადაზიდვაში ჩართული ტანკერი დააკავა
აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა კიმ ჩენ ინთან ნოემბერში შეხვედრა
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics