2025-04-25 14:19:09, 700 ნახვა
ეკონომიკა
როგორია საქართველოს ბანკის მწვანე ინიციატივები
![]() საქართველოს ბანკისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი ძირეული ღირებულებაა, რომელიც როგორც ბანკის ბიზნეს მოდელში, ასევე ფინანსური ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში არის ინტეგრირებული. შესაბამისად, საქართველოს ბანკის მიზანია, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შიდა პროცესებზე, არამედ მომხმარებლებისა და მომწოდებლების მდგრადობაზე. ამ მიმართულებით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს: გარემოსდაცვითი პოლიტიკები საქართველოს ბანკში 2012 წლიდან დაინერგა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა, რომლის თანახმადაც, ბანკი იღებს ვალდებულებას, მოახდინოს გარემოსდაცვითი ფაქტორების ინტეგრაცია ბიზნეს სტრატეგიაში, ყოველდღიურ ოპერაციებში, სესხების პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, შემცირება და მონიტორინგი. ამასთან, საქართველოს ბანკის გუნდმა შეიმუშავა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც ბანკი იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კლიმატურ მიზნებს და ხელი შეუწყოს ბიზნესებს, გახდნენ უფრო მდგრადი. ორგანიზაციაში ასევე მოქმედებს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მომწოდებელთა ქცევის კოდექსი, რომლის თანახმადაც, ბანკი არა მხოლოდ იღებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით ინიციატივებზე, არამედ იმავეს ელის მომწოდებლებისგანაც. მწვანე დაფინანსების ლიდერები საქართველოში გრძელვადიანი ღირებულების შექმნის და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს გარემოსდაცვით და კლიმატურად მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით ინიციატივების იმპლემენტაციას. სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობის გაზრდის, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ბანკი მომხმარებლებს მწვანე დაფინანსებას სთავაზობს. ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის გუნდმა პირველი სამიზნე მაჩვენებელი 2023 წელს დაისახა, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის მწვანე დაფინანსება მინიმუმ 875 მილიონ ლარამდე უნდა გაეზარდა. მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მწვანე პორტფელის მოცულობამ 2024 წლის ბოლოსთვის 1,024 მილიონ ლარს მიაღწია - შედეგებმა სამიზნე მაჩვენებლის 17.1%-ით გადააჭარბა, რაც 36.3%-იან წლიურ ზრდაში აისახა. საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი ლიდერის პოზიციას იკავებს. ამჟამად, საქართველოს ბანკის მდგრადობის პორტფელის მოცულობა, რომელიც მწვანე და სოციალურ პროექტებს აერთიანებს, 1,950 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, ბანკის გუნდი მიზნად ისახავს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს მწვანე პორტფელი და უფრო მეტი ინიციატივა განახორციელოს მომავალშიც მდგრადი განვითარების მიმართულებით. პარტნიორობა გარემოზე ზრუნვისთვის საქართველოს ბანკში ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. ამ ეტაპზე ხდება 5 სახის სხვადასხვა ნარჩენს სეპარირება და დამუშავება. მხოლოდ 2024 წელს, საქართველოს ბანკის მასშტაბით 83 ტონაზე მეტი ქაღალდი, 3 ტონაზე მეტი პლასტმასა და 6 ტონაზე მეტი ელემენტი გადამუშავდა. გარემოზე ზემოქმედების კვალის შემცირების მიზნით კი, საქართველოს ბანკი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ტენე“ და „wasteless“. გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.
ლატვიის ელჩის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღეზე - ეს არის ერთობლივი ზეიმი
პეტერ ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე
|
რედაქტორის რჩევით
![]() ვინ არის რობერტ ფრენსის პრევოსტი, არჩეული კარდინალი რომის პაპად
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ომი უკრაინაში![]() კაია კალასი - ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ გადავცეთ ერთი მილიარდი ევრო თავდაცვითი ინდუსტრიისთვის
![]() რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მკაცრად ვიცავთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|