|
2016-03-15 15:24:48, 749 ნახვა
სამართალი
თსუ-ს ლექტორი თვითმმართველობის წევრებს: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამართლებრივი ქმედება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ცირა ბარამაძემ თვითმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რექტორის კაბინეტი დატოვონ. ბარამაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამართლებრივია და მოუწოდა დიალოგისთვის ნებისმიერ აუდიტორიაში გადაინაცვლონ. "სამართლებრივად განგიმარტავთ, სტუდენტებო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამართლებრივი ქმედება. გთხოვთ, გადაინაცვლოთ აუდიტორიაში დიალოგისთვის. მივმართე ამისათვის ხელმძღვანელობას, რომ თქვენ თანაბრად 5 თქვენი და ასევე მეორე მხარის 5 წარმომადგენელი და დაახლოებით 7 პროფესორი, ოღონდ არც სენატის და არც აკადემიუერი საბჭოს წევრი, 3 პროფესორი თქვენს მიერ არჩეული 3 მეორე მხარის მიერ არჩეული და 1 ვიღაც სხვა შეიკრიბოს. თქვენ ჩადიხართ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და ეს არის დასჯადი. დატოვეთ რექტორის აუდიტორია. გთხოვთ, საქმეს არაკონსტრუქციულ ურთიერთობამდე ნუ მიიყვანთ. თქვენ ჩემი სტუდენტები ხართ. არ შემიძლია თქვენზე უარის თქმა", - მიმართა ცირა ბარამაძემ სტუდენტებს. მანამდე კი თვითმართველობის წარმომადგნელებს რექტორის კაბინეტის დატოვებისკენ და დიალოგისკენ ავთანდილ კახნიაშვილმა მოუწოდა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მუშაობდა.ამან როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების პროტესტი გამოიწვია. კახნიაშვილმა კი განაცხადა, რომ ის არის ორივე მხარის წარმომადგენელი. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში რექტორის კაბინეტში თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგნელები არიან შესულები.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)