|
2016-03-15 13:20:11, 511 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სუს-ის გაუქმების ინიციატივით გამოდის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ფარულ მიყურადებასა და ვიდეო თვალთვალს ეხება. აღნიშნული ინიციატივა ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გააცნო. რატიანის განცხადებით, პირადი თავისუფლების აქტი ოთხი პრინციპისგან შედგება: გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუს-ი (ყოფილი კუდი) მხოლოდ კონტრდაზვერვითი, ანტიტერორისტული და ექსტრემისტული დანაშულის ბრძოლის მიზნით უნდა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. „პოლიტიკური პოლიცია უნდა გაუქმდეს - პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ფიგურების, პარტიების ოფისების და პოლიტიკური შინაარსის მქონე საქმიანობის კონტროლი, თვალთვალი და მოსმენები უნდა აიკრძალოს. სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ მინისტრს და სააგენტოს საქმიანობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს მთავრობას. სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა ექვემდებარებოდეს ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს“, - აღნიშნა რატიანმა. მისივე თქმით, ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი კანონით უნდა გაუქმდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და მათ შემადგენლობაში შემავალი ცალკეული დეპარტამენტების დებულებებს უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი“, - აღნიშნა დეპუტატმა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ოთხი პრინციპი ასეთია: ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმა მოსმენების შესახებ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, რათა ფარული მიყურადების, მოსმენების გასაღები გადაეცეს მხოლოდ საერთო სასამართლოებს, მათ შორის გადაუდებელი მოსმენების შემთხვევაშიც გამოირიცხოს უკანონო მიყურადება. დღეს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა დარჩენილი ინტერნეტ აქტივობის და ინტერნეტ კომუნიკაციის მონიტორინგის ფარგლები კანონით უნდა დარეგულირდეს, რათა გამოირიცხოს ინტერნეტ-კომუნიკაციის უკანონო თვალთვალი. უნდა გამკაცრდეს პასუხისმგებლობა სამართალდამცავების მხრიდან კანონდარღვევით პირადი შინაარსის შემცველი ინფორმაციის შეგროვება-შენახვა-გავრცელებაზე ან სხგვარ უკანონო მიყურადება და თვალთვალის წარმოების დავალების გაცემასა ან/და შესრულებაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რათა გამოირიცხოს სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების დაუსჯელობა თანამდებობრივი დანაშაულებისთვის. ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ წამებას, არაადამიანურ და სხვა ძალადობრივ მოპყრობას, არამედ ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. ეს მექანიზმი უნდა შეიქმნას სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე. სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება პარლამენტის თავდავცვის და უშიშროების კომიტეტის უფლებამოსილება უნდა გაიზრდოს სპეცსამსახურების კონტროლის, მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების სფეროში.
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)