|
2016-03-15 12:28:39, 464 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ხელი მოაწერეს 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი", რომელიც მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმების, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების საექსპერტო მხარდაჭერას. სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განმარტებით, აღნიშნული რესურსის ათვისება ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამებით მოხდება, როგორიცაა: საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საჯარო უწყებების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობს, კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას; ტექნიკური დახმარების პროგრამა (TA), რომელიც კერძო საკონსულტაციო კომპანიის მიერ, მიმღები უწყებისათვის საექსპერტო მხარდაჭერის გაწევას გულისხმობს. "ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტექნიკური მხარდაჭერის, ტექნიკური თანამშრომლობის ინსტრუმენტს, რომელიც გულისხმობს 14 მილიონი ევროს დახმარებას. როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, იმ პროექტების ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების კვალ და კვალ, სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ შესაბამის დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, რათა ამ კანონმდებლობის, ამ ახალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ვიყოთ მზად. ეს სხვა და სხვა ფორმით ხორციელდება. ესაა TCF-ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის შესაბამის ქვეუწყებებთან მონათესავე ინსტიტუტები ახორციელებენ თანამშრომლობის პროექტებს, გამოცდილების გაზიარებას, ეს არის ტექნიკური დახმარების პროექტები, რომლის ფარგლებშიც უკვე კერძო კომპანიები ახორციელებენ შესაბამის მხარდაჭერას სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. შესაბამისად, ამ პროცესში, რაც უკავშირდება ევროკავშირის დახმარებას, საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლის ფარგლებშიც და პარალელურადაც ვიღებთ დახმარებას ევროპული მხარისგან",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება. 2007 წლიდან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს ინსტიტუციური განვითარების პროგრამების დაფინანსება შეადგენს, რომელთა მიზანი საჯარო უწყებების ინსტიტუციური განვითარებაა.
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)