2025-04-17 19:46:10, 608 ნახვა
სამართალი
პროკურორი ნიკა გვარამიას საქმეზე - არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
![]() არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა მარიამ მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მეშველიანის თქმით, გვარამიამ, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს ნებისმიერი განზრახვის დანაშაული. მისი განმარტებით, დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს კიდევ ერთ საფრთხეზე, რაც გვარამიასგან მომდინარეობს. “ბრალდების მხარე თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს გირაოს ოდენობას. ამ შემთხვევაშიც, ნიკა გვარამიას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოთხოვნილი ყოფილიყო გირაო 30 000 ლარის ოდენობით. აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ვსაუბრობთ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლომაც ჩათვალა, რომ არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას. ახალი დანაშაულის ჩადენაში იგულისხმება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე ქმედება, ნებისმიერი განზრახვის დანაშაული, ვინაიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს სწორედ იმ მომდინარე საფრთხეზე, რაც მოდის ბრალდებულისგან”, - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა
ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით აგზავნის
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|