2025-04-17 18:48:45, 603 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იყო
![]() მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაკავებული ჟურნალისტის შესახებ ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს უპასუხა, რომელიც მან 16 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. "ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, თუ სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში - ის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოზიციონირებს და ნებისმიერ ფასად სურს, მზია პატიმრობაში იხილოს. კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების აშკარა და უხეში დარღვევა იყო. ამ უფლების პატივისცემა არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს, არამედ თავად მოსამართლესა და პროკურორსაც ევალებათ [...] კობახიძის კომენტარები ემსახურებოდა არა მხოლოდ მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევას, არამედ, მის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნასაც [...] კობახიძემ თქვა, რომ მზიამ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა. მინდა, მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება არაა. შესაბამისად, ასეთ პირობებში, მისი ბრალდება და პატიმრობა უკანონოა. აგრეთვე, კობახიძის თქმით, მზიას ამოცანა პოლიციელის ღირსების შელახვა იყო. არც პატივი და ღირსებაა სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი. პატივისა და ღირსების დაცვა სამოქალაქო სამართალწარმოებით ხდება". - თქვა მწარიაშვილმა. ამაღლობელის ადვოკატის თქმით, კობახიძემ ასევე იცრუა, რომ თითქოს, მზია ვიღაცის დავალებითა და შეკვეთით მოქმედებდა. მწარიაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ბრალდების ფორმულირებაშიც კი არაფერი წერია. ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მზია ამაღლობელის დავალება პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად. მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე
დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე დარტყმებზე - სამარცხვინოა
პაკისტანის არმიის ინფორმაციით, ინდოეთის თავდასხმას 26 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
მარკო რუბიო - ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდები
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|