05:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 11:31:24, 425 ნახვა

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ჯამალაშვილის დაკავებას პროკურატურაში ადასტურებენ

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ზურაბ ჯამალაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილის გარდა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დააკავა, თუმცა უწყებაში ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

„გიდასტურებთ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯამალაშვილი დაკავებულია. დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით. მოგვიანებით განცხადებას გავავრცელებთ და უფრო დეტალურად განცხადებაში ვისაუბრებთ. გიდასტურებთ, ზურაბ ჯამალაშვილის დაკავებას, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით“, -  განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ უწყებაში.

ჯამალაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს. საქმე ეხება ფარულ ჩანაწერებს, კერძოდ კი პირადი ცხოვრების ხელყოფას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics