04:52 - 29 Sep, 2026
|
2025-04-16 14:26:01, 911 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურორს სასამართლოში გიორგი მინდაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი და ის შარვალი აქვს წარმოდგენილი, რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა. ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)