14:18 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 17:35:42, 394 ნახვა

პოლიტიკა
დევდარიანი კადრებზე: ის, რაც ხდება, ჩემთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა

ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ეს ჩემთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა, - ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ შეხვდა დღეს არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს.

„ეს არის შეთქმულება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, შესაბამისად ჩვენ შევხვდით პრეზიდენტს. შეხვედრის სურვილი გამოვთქვით პრემიერ-მინისტრთან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. ის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლების და დემოკრატიის საკითხებზე ვმუშაობთ ვთვლით რომ ყოველივე ამას საფრთხე ექმნება“, - განაცხადა დევდარიანმა.

სიდას ხელმძღვანელის თქმით არასამთავრობოები მზად არიან აქტიური კონსულტაციისთვის. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ა/ო-ებს აქვთ სურვილი იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდანაც მოისმინონ ანგარიში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„ძალიან კონკრეტული საკითხები დაისვა დღეს პრეზიდენტთან. ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ბრძოლა მათ შორის საზოგადოების წინააღმდეგაც. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან წასული სწორი შეტყობინებები ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics