|
2016-03-14 16:47:59, 755 ნახვა
სამართალი
ლაშა ბერულავა: მომხმარებელი, რომელმაც დღეს დილით ვიდეო გაავრცელა ამ დროისთვის დაბლოკილია
უკანონოდ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით პროკურატურაში „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლაშა ბერულავას დაკითხვა დასრულდა. როგორც ბერულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებმა მისი თანხმობით მისივე ლეპტოპი დაათვალიერეს და ის მონაცემები გადაიწერეს, რომლებიც მათ პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ. „ძირითადი ინფორმაცია, რაც ჩემგან მიიღო გამოძიებამ, ეს იყო ჩემს მიერ შენახული სქრინფოტოები - ანუ ეკრანის ფოტოები, რომელიც გადავიღე მაშინვე, სანამ წავშლიდი იმ აქტიურ ბმულს, რომელიც ჩემთან კედელზე დაიდო. მქონდა შენახული ლეპტოპში და ჩემი თანდასწრებით, ჩემივე თანხმობით დაათვალიერეს ჩემი ლეპტოპი. გადაიწერეს ის მონაცემები, რომელიც სავარაუდოდ მათ დაეხმარებათ გამოძიებაში და პირის იდენტიფიკაციაში“, - განაცხადა ლაშა ბერულავამ. მისივე თქმით, გამოკითხვის დროს აღმოაჩინეს, რომ ის პირი, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც You tube-ზე ასევე facebookზე, ამ დროისთვის დაბლოკილია, ანუ მისი გვერდი არ იხსნება. "შესაბამისად ვიდეოც არ იხსნება“, - განაცხადა ლაშა ბერულავამ. ლაშა ბერულავას თქმით, საქმესთან დაკავშირებით ახალი ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია გარდა იმისა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით. ბერულავა ვარაუდობს, რომ ჯერჯერობით ვიდეოს გამავრცელებლის იდეტიფიკაცია არ მომხდარა. ცნობისთვის, დღეს დილით facebook-ში ლაშა ბერულავას გვერდზე დაიდო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიტიკოსს ეკუთვნის. ვიდეოში სახეები დაფარულია, შესაბამისად პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი არ არის. ბერულავამ ვიდეო წაშალა და საქმის კურსში სამართალდამცავები ჩააყენა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)