2025-04-07 17:55:07, 496 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა 14 აპრილს გაგრძელდება
![]() ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლები ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე გამოიკითხნენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი ბჟალავა - შემდეგი სასამართლო პროცესი 14 აპრილის 13:00 საათზე გაიმართება. საქმეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. ადვოკატებმა დღეს შუამდგომლობით მიმართეს სახელაშვილს, რომ გამარტივებული კომუნიკაციისთვის ამაღლობელს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატების გვერდით დაჯდომის საშუალება მისცემოდა, მოსამართლე სახელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და ისმოდა შეძახილები "თავისუფლება მზიას!" წინა სასამართლოზეც ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, მათ შორის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე, რომელმაც უშუალოდ დააკავა ამაღლობელი. ბერდია ფერაძის თქმით, ირაკლი დგებუაძე შემთხვევიდან 10-15 წუთის შემდეგ ნახა და მას "აღენიშნებოდა სიწითლე მარჯვენა ლოყასა და ყურზე". ასევე გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელი გაჩხრიკა და მისი დაკავების ოქმი შეადგინა. კერესელიძემ სხდომაზე თქვა, რომ ამაღლობელის დაკავების დროს ადგილზე არ ყოფილა. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად. მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
უკრაინაში ჯარების გაგზავნის სურვილი ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შედეგებს აფასებს
საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია კიდევ ერთხელ შეუჩერა
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს, საფრანგეთს და ევროკავშირს ჟურნალისტების არ შემოშვების გამო, ოცნების რეჟიმზე ზეწოლა გააძლიეროს
|
რედაქტორის რჩევით
![]() როგორ გააყალბებს ოცნების რეჟიმი ნებისმიერ არჩევნებს
![]() ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის კლანს ერთგულებაში ეჭვი ეპარება და ირაკლი კობახიძის კლანით ანაცვლებს
ომი უკრაინაში![]() „მსურველთა კოალიციის“ თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ
![]() ზელენსკი - მზად ვართ, შეერთებული შტატებისგან იარაღის დიდი პაკეტი შევიძინოთ
ვიდეო/LIVE სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება #EPN #გააზიარე
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გენერალურ პროკურორს და სამ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
მთავარი თემა
|