2025-04-07 14:46:01, 437 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
![]() საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულის სახლის, ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 66 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, მობილური ტელეფონი, წებოვანი ლენტები, სასწორი, ნიჩაბი და დრონი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემდგომი გასაღების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტისა და გორის ტერიტორიაზე განათავსა. სხვა ტერიტორიებზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით განთავსებამდე კი, იგი სამართალდამცველებმა თელავში დააკავეს. ბრალდებულის სახლის, ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 66 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, მობილური ტელეფონი, წებოვანი ლენტები, სასწორი, ნიჩაბი და დრონი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში ჯარების გაგზავნის სურვილი ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შედეგებს აფასებს
საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია კიდევ ერთხელ შეუჩერა
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს, საფრანგეთს და ევროკავშირს ჟურნალისტების არ შემოშვების გამო, ოცნების რეჟიმზე ზეწოლა გააძლიეროს
|
რედაქტორის რჩევით
![]() როგორ გააყალბებს ოცნების რეჟიმი ნებისმიერ არჩევნებს
![]() ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის კლანს ერთგულებაში ეჭვი ეპარება და ირაკლი კობახიძის კლანით ანაცვლებს
ომი უკრაინაში![]() „მსურველთა კოალიციის“ თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ
![]() ზელენსკი - მზად ვართ, შეერთებული შტატებისგან იარაღის დიდი პაკეტი შევიძინოთ
ვიდეო/LIVE სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება #EPN #გააზიარე
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გენერალურ პროკურორს და სამ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
მთავარი თემა
|