|
2025-04-06 15:15:01, 959 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო ცესკოს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელის საფუძველზე, რომელიც ცესკო-ს წინააღმდეგ შეიტანეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კერძოდ, საქმე ეხება ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება. როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე, “ძლიერი საქართველოს” ადვოკატმა, თორნიკე ართქმელაძემ განმარტა, აღნიშნული ჩანაწერი სრულად ეწინააღმდეგება “საარჩევნო კოდექსს”. რაც შეეხება მოლოდინებს, ურთქმელიძის თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო კანონიერ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. „აღნიშნული ჩანაწერი სრულად ეწინააღმდეგება “საარჩევნო კოდექსს” და ამიტომ ვასაჩივრებთ ამას სასამართლოში. მოლოდინები არც წინა სასამართლოდან გვქონდა, რომ სასამართლო კანონიერ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. რა თქმა უნდა, არც დღეს არ გვაქვს ასეთი მოლოდინი, თუმცა ჩვენი პოზიცია, როგორც ყოველთვის, არის მყარი, რომ ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ფარდა ავხადოთ იმ მექანიზმებს, რასაც ცესკო “ქართული ოცნების” დაკვეთით იყენებს”, - განაცხადა ართქმელაძემ. ცესკო-ს წარმომადგენლის კახა ნარეკლიშვილის მტკიცებით, ცესკო-ს ამ ნორმატიული აქტის მიღებით არ დაურღვევია არც სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების უფლებები. “დადგენილების მიღების დროს ცესკო-მ დააზუსტა საქართველოს ორგანული კანონით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსით” გაწერილი პროცედურები და მათი შინაარსი ასახა გასაჩივრებულ დადგენილებაში”, - განაცხადა კახა ნარეკლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)