|
2025-04-03 17:16:00, 1084 ნახვა
სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს. „საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა რევაზ ნადარაია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშვნამდე, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის პოზიციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რევაზ ნადარაია 2021 წლის ივლისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)