2025-03-27 11:03:38, 559 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 97-ე სეზონის გენერალური სპონსორია
![]() ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის პარტნიორობა, თეატრის 97-ზე სეზონზეც გრძელდება. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, წელს, უკვე მეოთხედ, გენერალურ სპონსორობას გაუწევს თეატრს და საინტერესო პროექტებით დატვირთულ თეატრალურ სეზონს შესთავაზებს მაყურებელს. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს, ერთგული მაყურებლისთვის, დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი. 2025 წლის 5 აპრილს გაიმართება პრემიერა დარიო ფოს პიესის მიხედვით - „არ გვიხდით?! არ გადავიხდით“, რეჟისორი ლაშა შეროზია. ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი პრემიერები: პროსპერ მერიმეს ნოველის მიხედვით ქორეოგრაფიული სპექტაკლი „კარმენი“, რეჟისორი გია მარღანია; ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით „გონების თამაშები“, რეჟიოსორი დავით ჭახრაკია. „მარჯანიშვილის თეატრისთვის უმნიშვნელოვანესია ბაზისბანკის მხარდაჭერა. ჩვენი ოთხწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბევრი საინტერესო სპექტაკლი თუ პროექტი განხორციელდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება და ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“.- განაცხადა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი მარგველაშვილმა. „ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მარჯანიშვილის თეატრთან პარტნიორობას. გასული წარმატებული სეზონების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა ქართული თეატრისთვის. დარწმუნებული ვარ, ბაზისბანკის მხარდაჭერით, მომავალ სეზონზეც არაერთ საინტერესო პროექტს იხილავს მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი“. - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა თეატრებთან. ბანკი გენერალურ სპონსორობას უწევს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრს, თოჯინების თეატრების გაერთიანებას და თოჯინების სახლს. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.
ზურაბ ჯაფარიძე - სასწრაფო მგონია რეჟიმის დამარცხების გზაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება
ლარის კურსი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7632 ლარია
თინა ბოკუჩავა - დღეს, როცა რეჟიმი რუსეთს გვაბარებს, ილუზორულ ფორმატებში დასაკარგი დრო არ არის
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებს
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონს დაარტყა
![]() წლის დასაწყისიდან პირველად, უკრაინაში ღამემ დრონებით შეტევის გარეშე ჩაიარა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|