15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 10:18:57, 980 ნახვა

ეკონომიკა
„ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი”. ეს უკანასკნელი ჩეხურ და უნგრულ ტრადიციულ დესერტს წარმოადგენს. ემილ კურბანოვს სწორედ ჩეხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა იდეა, საქართველოში საკუთარი საკონდიტრო გაეხსნა.

იდეის განხორციელება მარტივი პროცესი არ ყოფილა. როგორც ემილი აღნიშნავს, პირველ რიგში, უნიკალური გემოების შემუშავებაზე დაიწყო ფიქრი. დიდი ხნის განმავლობაში ცომის რეცეპტის დატესტვასა და სხვადასხვა არომატის შექმნაზე მუშაობდა. საბოლოოდ, „ლუმიერსის“ პირველი ფილიალი პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, დღეისათვის კი, რამდენიმე ლოკაციაზე მასპინძლობს მომხმარებლებს.

ერთია იდეა და უნიკალური რეცეპტებისა თუ ტექნოლოგიების დახვეწა, მაგრამ მეორეა ამ ყველაფრის რეალობად ქცევის შესაძლებლობა.

„თავდაპირველად საკუთარი სახსრებით დავიწყეთ ბიზნესი, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მასშტაბები გაიზარდა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, თიბისის მივაკითხეთ. სწორედ აქ მივიღეთ ფინანსური მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც საწარმო სივრცე განვავითარეთ. ამასთანავე, დავიწყეთ ფილიალების დამატება“,  - ემილ კურბანოვი, „ლუმიერსის“ დამფუძნებელი.

„ლუმიერსი” ადგილობრივ ბაზარს გასცდა და სულ რამდენიმე თვის წინ ფილიალი მადრიდში გაიხსნა.

„ესპანეთში ფილიალის გახსნაში უდიდესი როლი ითამაშა თიბისიმ, რადგან სწორედ თიბისი მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც ფართოდ გაგვიხსნა გზები და სხვა მასშტაბებით დავიწყეთ ზრდა. მადრიდში არ არსებობს მსგავსი საკონდიტრო და გახსნის პირველივე დღეებიდან დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ”.

“ლუმიერსის” გუნდი აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, უახლოეს პერიოდში “ლუმიერსის” ფილიალს სხვა ქვეყნებშიც ვიხილავთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics