|
2025-03-25 20:27:25, 1194 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძე - ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას, რადგან ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს
რონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას მტკიცებულებებისთვის, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგინა, რადგან აბსოლუტურად ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს , - ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირები ოთხი თვეა, ელოდებიან, პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს, მაგრამ, როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საქმეს არაფერი ემატება, რადგან მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს. “ძალიან დიდი იმედი მქონდა და მაქვს, რომ გამოკითხვის ოქმები, რაზეც ადვოკატებმა ილაპარაკეს, გვეტყვიან, რატომ უნდა იყოს ჩვენს საქმეში გამოკითხვის ოქმები თანდართული, რადგან არც ერთი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩემს გვერდით არის წარმოდგენილი, არ არის ნახსენები. ჩვენ, დაახლოებით, ოთხი თვეა, ველოდებით რაღაცას, რომ განვითარდეს, ანუ მათივე ლოგიკით, წინ რომ წაიწიონ და აბსოლუტურად არაფერი არ ემატება საქმეს, რა უნდა დაემატოს, როცა ფიზიკურად არაფერი არსებობს, ანუ ჩვენს წინააღმდეგ მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ესეც არ არის პრობლემა, კაცები ვართ, დისკომფორტსაც ავიტანთ, დაველოდებით, უბრალოდ, ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს რაღაც სამართლებრივი საფუძველი და რაღაც მაინც წარმოადგინონ, ველოდებით ამდენი ხანია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი სოლიდარულია. რა სოლიდარობაც დღეს გაჩნდა ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ, ადამიანებმა როგორც დაინახეს ერთმანეთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის საზოგადოების მშენებლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც შინაგანი სოლიდარობის გრძნობა აქვს. იმ პირობებში, როცა პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ დაამატა, ხომ შეიძლება, გამომძიებელი მოსულიყო, ვინც ამ საქმეს იძიებს და რამე მაინც ეკითხა ჩვენთვის. ჩემთან პირადად არავინ მოსულა და იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ? იმ პირობებში როცა საქმეს არაფერი ემატება, წესით ხომ უნდა მოსულიყო გამომძიებელი?” , - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)