2025-03-25 16:12:00, 814 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში ახალ ქარხანას აშენებს
![]() საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის ინვესტიციით, „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში სამშენებლო მასალების მწარმოებელ ახალ ქარხანას აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ევროა. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიონ ევროს შეადგენს და ის ქარხნის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. „კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან აქტიურად ოპერირებს. დაარსებიდან მალევე, ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოებაში. ახალი ქარხნის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენს წარმოებას დავამატოთ 30 სახეობის პროდუქცია. სამომავლოდ უცხოური ბაზრის ათვისებას და საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალების ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბანკის ინვესტიციით შევძლებთ ქარხნის სრულყოფილი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებასა და მის სრულად აღჭურვას“, - განაცხადა “გზა 2015” - ის დირექტორმა, ლევან ღლონტმა. „გზა 2015“ ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც სამი ქარხნითაა წარმოდგენილი ქართულ სამშენებლო ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის სწრაფვას განვითარებისა და გაძლიერებისაკენ, რასაც ახალი ქარხნის მშენებლობაც მოწმობს. ის კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მრავალფეროვანი სამშენებლო მასალები აწარმოოს და აითვისოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზარი. მსგავსი ინიციატივები რეგიონებში დიდ მოტივაციას აძლევს სხვა ბიზნესებსაც. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების უფროსმა გიორგი წეროძემ.
დავით არახამია - უკრაინაში არანაირი არჩევნები არ მზადდება
ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
GEC Consulting - მეწარმეების და მენეჯმენტ საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() მედია - ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლები არ გაზრდილა
![]() სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის არც ერთს მოთხოვნას, რომელიც მას დაასუსტებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|