|
2025-03-25 15:05:02, 1099 ნახვა
ეკონომიკა
შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამისათვის, ბანკის CSR პორტფოლიო ათეულობით პროექტს მოიცავს, რომელთა მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების შექმნა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის: საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორი სტუდენტებისთვის შექმნილი დასაქმების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, მუშაობა საქართველოს ბანკში დაიწყონ, აირჩიონ სასურველი პროგრამა, იმუშაონ სფეროს სპეციალისტებთან ერთად და დააგროვონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, ლიდერატორი როტაციის პრინციპს ეფუძნება. რაც ნიშნავს იმას, რომ შერჩეული ახალგაზრდები, 8 თვის განმავლობაში, საკუთარ შესაძლებლობებს ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცდიან. 2017 წლიდან ლიდერატორში მონაწილეობა უკვე 445-მა სტუდენტმა მიიღო, მათმა 79%-მა კი პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო. საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამა რეგიონებში ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი 4/6 თვიანი სტაჟირების პროგრამა შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე, პრაქტიკულ გამოცდილებას, ესწრებიან ტრენინგებს და ივითარებენ პროფესიულ უნარებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელონ. სტაჟირების პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტების და 1-2 წლის კურსდამთავრებულებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, პროგრამა სრულად არის მორგებული სტუდენტების აკადემიურ განრიგს. საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამა პროექტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა, რომელიც მათთვის ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაიარონ სტაჟირება საბანკო, საინვესტიციო, საბროკერო, კვლევითი საქმიანობის, მონაცემთა მეცნიერების, მარკეტინგის, ციფრული არხების განვითარებისა და სხვა მიმართულებით. სტაჟირების ფარგლებში, სტუდენტები პროფესიონალი მენტორების ჩართულობით იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



