09:28 - 01 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 15:00:20, 678 ნახვა

სამართალი
ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს „მონა“ უწოდა, რის გამოც, ის მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებული რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული მას მაშინ მოხდა, რაც ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ სასამართლო სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სასამართლო სხდომის მონიტორინგის განსახორციელებლად დაეშვა.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ სიტყვა ითხოვა, მოსამართლეს მიმართა და მას „მონა“ უწოდა.

„ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოები ვართ დატყვევებულები. როგორი შეუგნებელი უნდა იყოს ადამიანი... რა დააშავა ჩემმა და ამათმა მშობლებმა? ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო?“ - მიმართა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს.

ამის შემდეგ კი, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რევაზ კიკნაძემ კი სასამართლო დარბაზის დატოვების დროს საქართველოს ჰიმნის შესრულება დაიწყო.

ასევე საკუთარი გადაწყვეტილებით დარბაზი დატოვა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა.

ადვოკატებმა, ინციდენტის შემდეგ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯო უილსონი - ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს
ჩინეთის საგარეო - პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის კომენტარებით
დონალდ ტრამპი - „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics