2025-03-25 13:26:59, 451 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი 17 აპრილამდე გადაიდო
![]() დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 17 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების მოთხოვნით შუამდგომლობა ბრალდებულ ჩიკვაიძის ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლო პროცესზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, რომ ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება რეკომენდებული არ იყო, ამასთან, თავად ჩიკვაიძე უარს აცხადებდა ტექნიკური საშუალებით დისტანციურად ჩართვაზე. ყაველაშვილის თქმით, მას გარკვეული დეტალების შეთანხმება სურს ბრალდებულთან და მისი მონაწილეობის გარეშე სხდომა არ უნდა გაგრძელდეს. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის სურვილია, პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, რისი საშუალებაც მას უნდა მიეცეს. ადვოკატმა სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა. პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ შემდეგი სხდომა, რომელიც 27 მარტს უნდა გამართულიყო, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებულიყო, სადაც ბრალდებული სხდომაზე დასწრებას შეძლებდა. მოსამართლე დაინტერესდა, თუკი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას გააგრძელებდა, ერთი თვის შემდეგ, როგორ მოხდებოდა მისი პროცესზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც მხარეებმა დამსწრეების გარეშე იმსჯელეს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. მოსამართლე იზა კელენჯერიძის განმარტებით, ბრალდებულ ჩიკვაიძეს საშუალება უნდა მიეცეს, ადვოკატებთან კონსულტაცია გაიაროს და გადაწყვეტილება მიიღოს. ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს. ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით გიორგი ჩიკვაიძეს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ორივე ბრალდებულს აკრძალული აქვს საზღვრის კვეთა.
შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის
ერდოღანმა და პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები და გლობალური საკითხები განიხილეს
ირაკლი კუპრაძე - პარტიის ოფისმენეჯერი და იურისტი პროკურატურაში დაიბარეს, მაგრამ მისვლას არ ვაპირებთ
ეროვნული ბანკი - დეზინფორმაციაა, თითქოს VISA/MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე მუქარა პარტიების აკრძალვაზე -სანამდე წავა რეჟიმი
რატომ განიხილავს ყველა სერიალ adolescence-ს - კინოკრიტიკოსი სერიალზე
ომი უკრაინაში![]() უკრაინაში მოკლეს კიდევ ერთი სეპარატისტი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა
![]() რუსეთმა უკრაინის ოლქებზე იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() ოცნების წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე მუქარა პარტიების აკრძალვაზე -სანამდე წავა რეჟიმი
მთავარი თემა
|