2025-03-25 11:17:01, 585 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსში“ ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
![]() უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. სწრაფი სერვისების დანერგვის გადაწყვეტილება „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ მიიღო. კომპანია, რომელიც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნავს, ხარისხიან სერვისს ახლა უკვე უმოკლეს დროში სთავაზობს.
კიდევ ერთი ბენეფიტი, რომელსაც მომხმარებელი სწრაფი სერვისებით სარგებლობისას მიიღებს, ეს არის მომსახურების გახანგრძლივებული ვადები. გვესმის, რომ ცხოვრების დატვირთული რიტმიდან გამომდინარე რთულია, დღის განმავლობაში ავტომობილზე ზრუნვისთვის დრო გამონახო. მივიღეთ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მომსახურების მიღება სამუშაო საათების შემდეგაც ხელმისაწვდომი გავხადოთ“. სწრაფი სერვისების მისაღებად მომხმარებელმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციით ან ქოლცენტრში დარეკვით ნომერზე: 032 226 44 44. პროცედურა მარტივია: „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაში მომხმარებელი ირჩევს ვიზიტის დაჯავშნას, მონიშნავს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალს და მომსახურებაში აირჩევს სასურველ სერვისს, მიუთითებს ფილიალში მისვლის დროს, საათსა და პროდუქციას, რომელსაც სერვისის მრჩეველი ადგილზე გამზადებულს დაახვედრებს. „თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის ქუჩის ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევამდე 09:30-დან 21:00 საათმდე, შაბათს - 18:30 საათამდე, ხოლო კვირას - 18:00 საათამდე. სწრაფი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი დამატებითი შეთავაზებითაც ისარგებლებს. გადახდილი თანხის ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე, კატეგორიების მიხედვით, ქულების სახით დაუბრუნდება: კლასიკ ბარათზე - 5%, სილვერზე - 7%, გოლდზე - 15%, პლატინაზე - 17%. --- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სამი თვის იოანეს ჩვენი დახმარება სჭირდება
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა ქართველი ხალხის ნება
ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმი მხოლოდ მათი წარუმატებლობის ნიშანია
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() მედია - ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლები არ გაზრდილა
![]() სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის არც ერთს მოთხოვნას, რომელიც მას დაასუსტებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|