|
2025-03-21 16:46:05, 680 ნახვა
სამართალი
სანდრო ბარამიძე - გიორგი ოკმელაშვილის საქმე შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის სანდრო ბარამიძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმე არის „შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილი“. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამოცანა იყო, რომ გიორგი ოკმელაშვილისთვის ბიზნესსაქმიანობაში ხელი შეეშალათ. „ეს საქმე ისეთივე შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილია, როგორც ყველა სხვა საქმე, რომელზეც აქამდე მოგახსენებდით. უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სულ რაღაც 3 დღეში იქნა ვითომ ეს საქმე გამოძიებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელი იყო ამ საქმეში ჩაბმული, გეგონება სერიოზულ, ორგანიზებული დანაშაულის საქმეს იძიებდნენ. უპრეცედენტო, შეხმატკბილებული მოქმედებები იყო სხვადასხვა ორგანოებს - სასამართლოს, პროკურატურას, შსს-ს შორის. ასევე, პროპაგანდისტულ არხებს შორის მიდიოდა ინფორმაციის გაცვლა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში. გარდა ამისა, ჩხრეკა-ამოღება უკვე ტრადიციაა, რომ ყოველგვარი ნორმალური სასამართლო კონტროლის უქონლობის პირობებში განხორციელდა. ამოიღეს ისეთი ნივთებიც, რომელსაც, ვითომ ჩადენილ დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამოცანა იყო, რომ ამ ადამიანისთვის ბიზნესსაქმიანობაშიც შეეშალათ ხელი“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ. ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)