|
2025-03-18 15:06:43, 742 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ მის აცილებაზე ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. საქმეს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე, ამაღლობელის ადვოკატმა ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლე ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. გარდა ამისა, მისი განათლება ვერ აკმაყოფილებს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმებს. სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. მოსამართლე სახელაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სახელაშვილის განცხადებით, მას მართლაც არ აქვს ჩაბარებული გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა არ არსებობს კანონის ნორმა, რომელსაც მსგავსი მოთხოვნა აქვს. რაც შეეხება მოსამართლის მიუკერძოებლობას, სახელაშვილის თქმით, მიუკერძოებლობის საფუძველი ვერ იქნება, რომ ამ სასამართლოს შემადგენლობამ მზია ამაღლობელი პატირმობაში დატოვა. მისი თქმით, ამისვე დასტურია, რომ შემდეგმა ინსტანციამაც მისი გადაწყვეტილება გაიზიარა. რაც შეეხება სანქცირებას, ის არ შეიძლება იყოს აცილების საფუძველი. მოსამართლის განცხადების პასუხად, დაცვის მხარემ სახელაშვილს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მიკერძოებულ მოსამართლედ აღიქვამენ, არა იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტიკის და არგუმენტაციის გარეშე გაიზიარეთ პროკურატურის შუამდგომლობები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)