|
2025-03-17 14:12:34, 558 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი გლდანის საპატიმროდან რუსთავში გადაიყვანეს
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, დავით გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავში ასევე გადაიყვანეს საბა მეფარიშვილი, თუმცა უცნობია, რუსთავის რომელ პენიტენციურ დაწესებულებაშია ის მოთავსებული. „სამწუხაროდ, დღეს გადაიყვანეს. არ ვიცით მისი მდგომარეობა, რა მოხდა, რა საფუძვლით გადაიყვანეს. სხვა პატიმრები დატოვეს, მხოლოდ ომარი რატომ გადაიყვანეს? საბაც გადაყვანილია რუსთავში, არ გვაქვს ჯერ ინფორმაცია ისიც მე-12-ე დაწესებულებაში არის თუ არა. მიზეზი არის ის, რომ ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს გაესაუბრნენ. შესაძლოა, პენიტენციურს შიში აქვს რომ სხვა პატიმრებმაც, ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ერთმანეთთან არ დაიწყონ მოლაპარაკება, ინფორმაცია არ გაცვალონ და ასე შემდეგ. ეს იქნება სავარაუდო მიზეზი. გადაყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, პოლიტიკური სარჩული დაედო რომ განაცალკეონ ეს ადამიანები, სხვა პატიმრებზეც გავრცელდება ეს“, - აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)