2025-03-14 18:10:03, 1246 ნახვა
ეკონომიკა
„არ გადაყარო, ჩააბარე!“ - მწვანე დღეები „თეგეტა მოტორსში“
![]() „თეგეტა მოტორსი“ ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს უერთდება და 18 მარტს გარემოსდაცვით კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“ იწყებს. მწვანე დღეების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე (აღმაშენებლის ხეივანი #129) 18-22 მარტს, 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე, 23 მარტს კი 09:30-16:00 საათამდე, ჩააბარონ მეორადი საავტომობილო პროდუქტები (აკუმულატორები, საბურავები, ზეთი) და კომპანიისგან სპეციალური შეთავაზებები და სიმბოლური საჩუქრები მიიღონ. გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტი დახვდებათ. შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებასაც კომპანია უზრუნველყოფს. თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესპროცესის განუყოფელი ნაწილია. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს და არ დააბინძუროს ის. ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობასა და გავლენებს და მუდმივ რეჟიმში გაგვაქვს ნარჩენები, გადავამუშავებთ მათ და ახალ სიცოცხლეს ვძენთ. ეს ნამდვილად მიუთითებს კომპანიის მაღალ ორგანიზაციულ კულტურაზე და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს CSR მიდგომებს ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. კამპანიის - „არ გადაყარო, ჩააბარე!“- წამოწყებით მოქალაქეებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, გახდნენ მწვანე ინიციატივის მონაწილეები და თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, რათა თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს რეალური საფრთხე, რომელიც შეიძლება გარემოს დაბინძურებას მოჰყვეს“.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტი“ ყოველთვის უჭერს მხარს გარემოსდაცვით ინიციატივებს. „თეგეტა მოტორსთან“ ერთად წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი და ზეთი შევაგროვეთ და გადავამუშავეთ. საავტომობილო პროდუქტები პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ წარიმართა, დედამიწას სერიოზული ზიანი მიადგება. ამჯერად „თეგეტა მოტორსის“ ინიციატივით, მწვანე დღეების ფარგლებში თბილისში გაიხსნება ჩვენი პუნქტი, სადაც მოქალაქეებს საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ. იმედი გვაქვს, მალე რეგიონებშიც შევძლებთ აღნიშნული ინიციატივის გავრცელებას და სხვებისთვისაც ხელმისაწვდომს გავხდით გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართვას“. კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 18-დან 23 მარტის ჩათვლით „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს ან/და საბურავებს, ზეთებს, კომპანიისგან მიიღებენ:
Petronas - საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს. შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.
-- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
Amazon-მა ორბიტაზე პირველი ინტერნეტ თანამგზავრები გაუშვა
ტრამპი- შესაძლოა, საბოლოოდ უკრაინის მხარეს ვიყო, მაგრამ არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი
აქციებზე მყოფი პოლიციელების კვებაზე, გამარტივებული შესყიდვით, 100 000 ლარის დახარჯვა იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
![]() რეჟიმის მიერ ოთხი მაღაროელის დაჭერის მიზეზი და ქრონოლოგია
ომი უკრაინაში![]() ოლგა სტეფანიშინა - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამხედრო წვრთნების საფარქვეშ ბელარუსში “რაღაცას“ ამზადებს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
|