|
2025-03-14 14:08:21, 895 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია
თიბისი, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, უკვე მე-8 წელია, რაც კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და თიბისი, როგორც მისი პარტნიორი, მარკეტერის კატეგორიას წარადგენს. ამ დროის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა ასობით ნიჭიერმა და შემოქმედებითმა ახალგაზრდამ მიიღო. 2024 წელს, კანის ლომებზე, საქართველოდან კანში გამგზავრებული ექვსი გუნდიდან ორმა ჯილდოს მოპოვება შეძლო. წელს, ახალგაზრდებს ფესტივალის 6 კატეგორიაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და გამარჯვებისთვის ბრძოლა. ესენია: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი. ფესტივალზე რეგისტრაციის 19 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში კონკურსი 27-30 მარტს გაიმართება, ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 4 აპრილს შედგება. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ, თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან. თიბისი მიზნად ისახავს, ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მისცეს, დაეხმაროს განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის გარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)