|
2025-03-14 11:06:56, 837 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილი Windfor’s სახელოსნოებში სწავლის 60%-ს დაგიფინანსებთ
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, საქართველოს წამყვანი სარეკლამო სააგენტოს, Windfor’s -ის მიერ დაფუძნებულ Windfor’s სახელოსნოების გენერალური პარტნიორი გახდა. ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის სახელოსნოების კურსზე რეგისტრაციას, სელფი მობაილი სწავლის საფასურის 60% -ს დაუფარავს. Windfor’s სახელოსნოები არის უნიკალური შესაძლებლობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის დაეუფლონ კრეატიული ინდუსტრიის ძირითად მიმართულებებს და გაიარონ კრეატიული მუშაობის სრული ციკლი. სტუდენტები შეისწავლიან: სტრატეგიას, კრეატივს, გრაფიკულ დიზაინს, stop motion ანიმაციის, ვიზუალური კომუნიკაციის, ფოტოგრაფიისა და ქოფირაითინგის საფუძვლებს. სახელოსნოს სტუდენტები შექმნიან ბრენდის უნიკალურ ატრიბუტებს და იმუშავებენ რეალურ ბრიფებზე. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. განათლების ხელშეწყობა სელფი მობაილის კორპორაციული მდგრადობის მთავარი მიმართულებაა. გამოცდილი სააგენტოს კრეატიულ გუნდთან მუშაობით, მსმენელები მნიშვნელოვნად გაიმყარებენ პროფესიულ ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალი დონის ინტელექტუალური რესურსის არსებობას. იხილეთ Windfor’s სახელოსნოების სილაბუსი. კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს. Windfor's Tbilisi -ის შესახებ: 2004 წელს დაარსებული Windfor’s Communication არის ერთ-ერთი ლიდერი სარეკლამო კრეატიული სააგენტო ქართულ სარეკლამო ბაზარზე. Windfor’s არის სრული სერვისის კრეატიული სააგენტო, რომელიც სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს კომუნიკაციის სფეროში. 2022 წლიდან სახელოსნოების საგანმანათლებლო პლატფორმით სააგენტომ პირველი ნაბიჯები გადადგა საგანმანათლებლო მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)