|
2025-03-14 09:17:20, 519 ნახვა
სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, დღეს გამოცხადდება
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს, 14 მარტს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. პროცედურულად, ხვალინდელ პროცესზე ბრალდებულმა სააკაშვილმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, უცნობია, ის ამ უფლებას გამოიყენებს თუ არა და ჩაერთვება თუ არა დისტანციურად კლინიკა „ვივამედიდან“. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
|
რედაქტორის რჩევით
სამართალი ოცნებისეულად - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს
ბიძინა ივანიშვილს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირების სურს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოფიციალურად შეაჩერა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები.
მართლა დატოვა თუ არა ოქტომბერში რეკორდულმა რაოდენობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებართვის გარეშე?
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)