|
2025-03-13 16:20:35, 765 ნახვა
სამართალი
სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 473 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. საზღვრის მკვეთ პირს ოქროს ნივთები, ტანსაცმლის ქვეშ, წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საზღვარზე უკანონოდ ოქროს ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღიკვეთა სგპ ,,სარფში". საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საერთო ჯამში, 170,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანას, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავებით (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებულ სივრცეში მოთავსებული იყო 35.61 გრამი) შეეცადა. ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 95 425,93 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, საქართველოს 2 მოქალაქეს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 20 130,16 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)