|
2025-03-11 10:54:26, 649 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტამ“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდო მიიღო
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბანკის მეექვსე საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA-ს) გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ. BARTA-ს ჯილდო, რომელსაც გამჭვირვალობის ოსკარსაც უწოდებენ, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რისი მიზანიც უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნაა. წლევანდელ ცერემონიაზე გამარჯვებულები 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ. „თეგეტა ჰოლდინგს” ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში გადაეცა.
„თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და ამ სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდი 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მდგრადი განვითარების ანგარიშის წარდგენა პასუხისმგებლობიანი კომპანიის ნებაყოფლობითი არჩევანია საზოგადოების ინტერესისა და მოლოდინების საპასუხოდ. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება „თეგეტასთვის“ კორპორაციული მდგრადობის ნაწილი და მაღალი ორგანიზაციული კულტურის დამადასტურებელია. ამასთანავე, მდგრადობის ანგარიშის გამოქვეყნებით კომპანია პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მეტი სანდოობისა და ღიაობის ახალ სტანდარტს ქმნის. „თეგეტას“ ანგარიში ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ და ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის ჩვენთვის აღიარება და დამატებითი მოტივაციაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ანგარიშგების სტანდარტი“. „თეგეტას“ მდგრადობის ანგარიში ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამშრომელთა კეთილდღეობა, მომხმარებელთა მიმართ პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება და საზოგადოების მხარდაჭერა. ამ მიმართულებებით 2023 წელს განხორციელებული პროექტები ანგარიშში დეტალურად გაიწერა.
კომპანიის გამჭვირვალობის დოკუმენტი „თეგეტას“ ვებგვერდზე tegeta.ge-ზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. -- თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ევროპასთან დავა „გონივრული გზით“ დასრულდება
დანიის პრემიერ-მინისტრი: ევროპაში განხეთქილება რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედებს
ადგილი აქვს სამსახურის რეპუტაციის შელახვის მცდელობას – პენიტენციური სანდერის განცხადებაზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროპის წარმატება: რა შეაფასა ტრამპმა არასაკმარისად და როგორ უპირისპირდება ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს
ლოყააწითლებული დგებუაძე რეჟიმის შს მინისტრმა ახალ თანამდებობაზე დანიშნა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს
უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს შეერთებულ შტატებში
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)