|
2016-03-10 18:53:08, 486 ნახვა
მარგველაშვილი: სახელმწიფოები მეზობლებს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ, მიუხედავად იმისა ისინი არიან პატარა თუ დიდი ქვეყნები
„მე ვარ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა განსხვავებული პოლიტიკური კონფრონტაციები და ოკუპაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. „ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა მეგობარ აზერბაიჯანში - ბაქოში დაბრუნება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებისა და იმ დიდი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღქმა, რომელთაც ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვიზიარებთ. ღრმად მწამს, რომ ის ღირებულებები და საკითხები, რომელთაც აქ განვიხილავთ, სწორედ რომ ისეთი დიდი პოეტის სულისკვეთებით უნდა განიხილებოდეს, როგორიცაა ნიზამი განჯელი. ეს ის სულისკვეთება და გარემოა, რომელიც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ, გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებში. მე ვარ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა განსხვავებული პოლიტიკური კონფრონტაციები და ოკუპაცია. საქართველომ განიცადა საფრთხე და ოკუპაცია მისი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისაგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ეს ის გარემოა, რომელშიც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვცხოვრობთ. ჩვენ ეს განსაცდელი გვქონდა 90-იან წლებში და შემდეგ, კვლავ, 21-ე საუკუნეში - 2008 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენთვის მიუღებელი იყო დიდი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული გავლენის ზონების არსებობა. ვამტკიცებდით, რომ ეს განმეორდებოდა სხვა ადგილებშიც და სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ გავხდით მსგავსი დრამატული სიტუაციის განვითარების მოწმე ჩვენს მეზობელ უკრაინაში; შედეგად, ყირიმი ოკუპირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო კვლავ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები საკუთარ მეზობლებს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ. „ჩვენ კვლავ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოები საკუთარ მეზობლებს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ, მიუხედავად იმისა ისინი პატარა თუ დიდი ქვეყნებია. ვამტკიცებთ, რომ ჩვენი მეზობლებისათვის უმჯობესია თანამშრომლობის ხიდებისა და პარტნიორობის შენება, ვიდრე წინააღმდეგობისა და ოკუპირებული ტერიტორიების შექმნა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავად არის ოკუპირებული, საქართველო ასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო როლს, როდესაც საქმე ეხება გლობალურ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)