16:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 16:35:57, 427 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბაქოში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო - აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი  გასული წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას  ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ.

პრეზიდენტებმა ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ღრმადაა დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.

როგორც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა,  იგი მიესალმება საქართველოსათვის გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ  აზერბაიჯანის  სახელმწიფო ნავთობკომპანია  „სოკართან“  შეთანხმების ხელმოწერას.

„აღნიშნული შეთანხმება კიდევ  ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულიის მიმართ.

პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღინიშნა,  საქართველო უდიდეს  მნიშვნელობას ანიჭებს  ტრანსკასპიური გაზსადენის  პროექტის განხორციელებას, რადგან ეს პროექტი რეგიონში დამატებით რესურსებს გააჩენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics