|
2025-02-28 13:33:50, 756 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მარათონს წელსაც გამართავს
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს სამეწარმეო უნარების გაცნობაში დაეხმაროს, ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გააცნოს და შეუქმნას შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე იმუშაონ. ჟიურის მიერ შერჩეული მონაწილეები პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან, იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან ერთად, რომლებიც მათ იდეების დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარებიან. ფინალურ ეტაპზე კი, გუნდები პროექტებს წარადგენენ, რის შემდეგაც, გამარჯვებულები გამოვლინდებიან. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, თიბისი თავის რჩეულ გუნდს ფულადი პრიზით დააჯილდოებს და ამით, ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში. START-UP მარათონზე აპლიკაციების მიღება 4 თებერვალს დაიწყო და 4 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://shorturl.at/4eQZC
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)