|
2025-02-28 11:09:29, 601 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ბანკი იმ მცირე ბიზნესებს, რომლებიც მომხმარებლებს ყვავილებს, აქსესუარებსა და ტკბილეულს სთავაზობენ, საგაზაფხულო შეთავაზებით 30X PLUS ქულის სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ 28 თებერვლის ჩათვლით Ads მენეჯერში შეთავაზება დანახარჯის გარეშე შექმნან და საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს მისწვდნენ. მომხმარებლები კი ნივთის შეძენისას 30X PLUS ქულას დააგროვებენ. ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან შეთავაზებები საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე. „საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მცირე ბიზნესის განვითარებაა. ჩვენი გუნდი მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს. სწორედ ამ მიზნით, შარშან, ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ახალი ციფრული პლატფორმა Ads მენეჯერი წარვუდგინეთ. პლატფორმა მათ შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი საქართველოს ბანკის ციფრული არხების საშუალებით სამიზნე აუდიტორიას გააცნონ და გაზარდონ გაყიდვები. მარტში ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საჩუქარს, განსაკუთრებით ტკბილეულს, ყვავილებსა და აქსესუარებს. ამიტომაც მსგავს ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ შექმნან მარტის თვის შეთავაზება Ads მენეჯერით, მათ მომხმარებლებს კი საჩუქრის შეძენისას 30-ჯერ მეტი PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობას ვაძლევთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთავაზება მნიშვნელოვნად წაახალისებს გაყიდვებს და ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. გაზაფხულის შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)