|
2025-02-27 16:11:22, 858 ნახვა
ეკონომიკა
Helio.AI საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს რეკრუტინგის პლატფორმაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი ბიზნესებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დახმარებას მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნის გზით უწევს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს სპეციალური პირობებით სთავაზობენ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნესშეთავაზებებს Helio.AI-ის რეკრუტინგის პროგრამაზე. ფასდაკლება დაემატა. ჰელიო შიდა სოფტია, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციას ახდენს და კომპანიებს თანამშრომლების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. პლატფორმის დახმარებით, კომპანიები დახარჯული დროის 70%-ს ზოგავენ და შერჩევის პროცესს 2-ჯერ უფრო სწრაფად მართავენ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა განკუთვნილია ნებისმიერი ზომისა და საქმიანობის მქონე კომპანიებისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად ახალი თანამშროლმების აყვანა სჭირდებათ. ჰელიო 300-მდე ბრენდს, 6 ქვეყნის მასშტაბით ემსახურება. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 6 თვის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ამასთან, სისტემის გამოყენების პროცესში 24/7 მხარდაჭერა მიიღონ. შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ან ვებგვერდს www.bankofgeorgia.ge. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, ბიზნეს 360-ის ნაწილია. ამ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესები საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ, მათ შორისაა ბიზნესკურსები, ღონისძიებები, ბიზნესკურსები და სხვა რესურსები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)