|
2025-02-27 10:12:21, 694 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ. UK Bridge - ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს. უნივერსიტეტების ჩამონათვალი: Ashbourne College , Constructor University , EU, GLS German Language School Berlin, IED Istituto Eurepeo di design, Immerse Education, Kaplan Pathways, Kings Education, Lyceum Alpinum Zuoz, Mander Portman Woodward, Ryde School, Sevenoaks School, St Andrew's College Cambridge, Summer Boarding Courses, TBS Education, Wimbledon School of English სპეციალურად გამოფენის სტუმრებისთვის, შერჩეულ პროგრამებზე, გექნებათ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს და შეთავაზებებს. გამოფენაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია : https://link.tbc.ge/UkBridge ღონისძიება გაიმართება 1 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე. მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)