19:01 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 09:50:07, 494 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ გამართავს, თუ ისრაელი პალისტინელ პატიმრებს არ გაათავისუფლებს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ გამართავს, თუ ისრაელი პატიმრებს არ გაათავისუფლებს.

„ბიბისის“ ცნობით, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოლაპარაკებები დამოკიდებულია პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ეს შეთანხმებული იყო.

მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ აყოვნებს 600-ზე მეტი პალესტინელის გათავისუფლებას. ამასთან, ისრაელმა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არაერთ დარღვევასა და ისრაელელი მძევლების „დამამცირებელ პირობებში გადაცემაში” დაადანაშაულა.

საპასუხოდ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მთელი შეთანხმება „სერიოზულ საფრთხეში“ ჩააგდო და შუამავლებს, განსაკუთრებით აშშ-ს, მოუწოდა, ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებული შეთანხმების პირველი ფაზა და ექვსკვირიანი დროებითი ზავი მიმდინარე კვირის ბოლოს იწურება, მაგრამ მეორე ფაზისა და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა „არასტაბილურია“ და საომარი მოქმედებების განახლება ყველა ფასად უნდა იყოს თავიდან აცილებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics