|
2025-02-21 08:57:02, 616 ნახვა
მსოფლიო
მაიკ უოლცი - პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტი ზელენსკით აშკარად ძალიან იმედგაცრუებულია
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ კიევი ცდება, როდესაც მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის მიდგომას ეწინააღმდეგება. „პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტი ზელენსკით აშკარად ძალიან იმედგაცრუებულია - იმ ფაქტით, რომ ის არ დაჯდა [მოლაპარაკებების] მაგიდასთან, რომ არ სურს ისარგებლოს იმ შესაძლებლობით, რაც ჩვენ შევთავაზეთ. ვფიქრობ, ის საბოლოოდ მიაღწევს ამ წერტილს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე“, - აღნიშნა უოლცმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპის იმედგაცრუების მიზეზი მრავალმხრივია და ერთ-ერთი ის რიტორიკა, რომელიც კიევიდან მოდის. „იმედგაცრუება პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მრავალმხრივია. პირველი, ღრმად უნდა იყოს დაფასებული ის, რაც ამერიკელმა ხალხმა, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა, პრეზიდენტმა ტრამპმა, მისი პირველ ვადის დროს, გააკეთა და რასაც ჩვენ მას შემდეგ ვაკეთებთ. ასე რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი რიტორიკა, რომელიც კიევიდან მოდის და პრეზიდენტ ტრამპის შეურაცხყოფა მიუღებელია“, - აღნიშნა უოლცმა. ამასთან, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მინერალების მოპოვებაში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების ისტორიული შესაძლებლობა შესთავაზა. „აშშ-ის ფინანსთა მინისტრი პირადად გაემგზავრა [კიევში], რათა უკრაინისთვის შეეთავაზებინა ის, რაც, გაზვიადების გარეშე, ისტორიული შესაძლებლობაა - ერთობლივი ამერიკული და უკრაინული ინვესტიცია მის მინერალურ რესურსებში, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა უოლცმა. მისი თქმით, უკრაინას აქვს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მის ეკონომიკურ განვითარებას. „ამასთან, ჩვენ გვაქვს მოვალეობა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების წინაშე და უნდა დავეხმაროთ მათ უკვე დახარჯული ასობით მილიარდი დოლარის დაბრუნებაში“, - აღნიშნა უოლცმა. მისი თქმით, ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტი უსაფრთხოების გარანტიების საკითხიცაა. "ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და ის (ზელენსკი) უნდა დაბრუნდეს მაგიდასთან. ჩვენ გავაგრძელებთ განხილვას, თუ საით მიდის ეს შეთანხმება“, - აღნიშნა უოლცმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)